saqarTvelos mdinareebi - didxevi
სათავე | კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთა |
სიგრძე | 19 კმ |
აუზის ფართობი | 94.6 კმ² |
მდინარე ლოპოტის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 19 კმ, აუზის ფართობი 94,6 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, ხანმოკლე წყალმოვარდნა - შემოდგომაზე, წყალმცირეა ზამთარსა და ზაფხულში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,84 მ3/წმ.